სითინეტის ნომერი საქართველოს ფიქსირებული ქსელის ნომერია

თბილისის ნუმერაცია

საქართველოს არაგეოგრაფიული ნუმერაცია


დარეკვის და SMS-ის გაგზავნის წესი

გამავალი ზარები:

მობილური ოპერატორები

საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0 და აბონენტის ნომერი. მაგ: 0577 XX XX XX

მობილურ ქსელებთან დაკავშირება შეგიძლიათ ნულის გარეშეც - პირდაპირი აკრეფით: მაგ: 577 XX XX XX.

თბილისის ფიქსირებული ქსელი

"Citynet"-ის ნომრიდან, თბილისის ფიქსირებული ქსელის ნომრებთან დასაკავშირებლად - ჩვეულებრივად აკრიფეთ ქალაქის შვიდნიშნა ნომერი, მაგალითად: 211 44 11.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგალითად: 0 431 XX XX XX  (სადაც 431 ქალაქის კოდია).

საერთაშორისო მიმართულებები

საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად (ანუ უცხოურ ნომრებზე დასარეკად) აკრიფეთ + ან 00, ქვეყნის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 00 49 XXX XX XX XX  (სადაც 49 ქვეყნის კოდია).

SMS შეტყობინების გაგზავნა

სმს შეტყობინების სითინეტის ნომრიდან გასაგზავნად ადრესატის ნომერს აკრეფთ იგივე ფორმატით როგორი ფორმატითაც კრეფთ ზარების განხორციელებისას.

როგორ დაგირეკონ:

სითინეტის თბილისის ნომერზე უნდა დაგირეკონ იგივენაირად როგორც თბილისის ნებისმიერ ფიქსირებულ ნომერზე ირეკება - საქართველოს მობილური ოპერატორებიდან: 0 (32) 2 11 XX XX;

თბილისის ქალაქის ნომრებიდან თქვენთან დარეკვისას უნდა აკრიფონ პირდაპირ თქვენი ნომერი: 2 11 XX XX;

უცხოური ნომრებიდან: + (995 32) 2 11 XX XX ან 00 (995 32) 2 11 XX XX

სითინეტის არაგეოგრაფიული ზონის 706 XXX XXX ნომერზე ქართული ოპერატორებიდან ირეკება მხოლოდ 0-ით. ანუ 706 XXX XXX, მიუხედავად იმისა რომელ ქალაქში და ქვეყანაში იმყოფება აბონენტი, მასთან დასაკავშირებლად ქალაქის კოდი საჭირო არაა, ვინაიდან ესაა ქართული არაგეოგრაფიული ნომერი.

უცხოური ნომრებიდან კი ამ ნომერზე დაგირეკავენ საერთაშორისო ფორმატით: + (ან 00) 995 706 XXX XXX

როგორ გამომიგზავნონ SMS შეტყობინება?

საქართველოს მობილური ოპერატორებიდან სითინეტის ნომერზე სმს შეტყობინების გამოგზავნისას თქვენი ნომერი უნდა ჩაწერონ იგივე ფორმატით როგორც კრეფენ თქვენთან დარეკვის დროს: 0 32 2 11 XX XX ან 706 XXX XXX

შენიშვნა: ბილაინიდან სმს-ის გამოგზავნა ხდება მხოლოდ შემდეგი ფორმატით: + 995 32 2 11 XX XX ან + 995 706 XXX XXX

ასევე მაგთიკომიდან 706 პრეფიქსით ნუმერაციაზე სმს-ი იგზავნება მხოლოდ ასეთი ფორმატით: + 995 706 XXX XXX