კორპორატიული მომსახურეობა

დღევანდელ ტექნოლოგიურად განვითარებულ დროში, რთულია თანამედროვე ოფისის მუშაობა VoIP სატელეფონო სისტემის გარეშე, რომელიც მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემაა და მისი მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია შესაბამისობაშია მოყვანილი თანამედროვე მარკეტინგულ მოთხოვნებთან. VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქოლცენტრის საშუალებით არ იკარგება არცერთი შემოსული ზარი, განსხვავებით ნებისმიერი სხვა სატელეფონო ქსელისაგან, სადაც მხოლოდ ერთი არხით მუშაობს სატელეფონო ნომერი, რის შედეგადაც მომხმარებელთან კომუნიკაცია ზარალდება - არხის დაკავებისას იკარგება სხვა შემომავალი ზარები, ამასთანავე გართულებულია კომპანიის სხვადასხვა სამსახურების კლიენტთან ავტომატურად დაკავშირება და სხვა. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას წარმოადგენს ქოლცენტრი. თანამედროვე ქოლცენტრი მომხმარებლებს სატელეფონო კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის მრავალ უპირატესობას სთავაზობს: შემომავალი ზარების გადანაწილება; ზარების მონიტორინგი და შესაბამისად კომპანიის სერვისების დახვეწა და გაუმჯობესება; მოლოდინის რეჟიმი აბონენტებისთვის; შემოსული ზარებისთვის ინტერაქტიული მენიუ სასურველი ტექსტით და სხვა.

"Cityphone" ზემოთაღნიშნული მომსახურების მაღალ სტანდარტებს სთავაზობს კორპორაციულ მომხმარებლებს, ჩვენი სერვისის გამოყენება შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია. ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული სერვისებია:

 

    . სარეკლამო მიზნებითვის - ქალაქის "VIP" სატელეფონო ნომერი.

    . ქოლცენტრისთვის სატელეფონო სისტემის მოწყობა.

    . მრავალარხიანი სატელეფონო ნომერი (ოფისის შიდა მოკლე ნომრები).

    . IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ.

    . რიგის რეჟიმი შემომავალი ზარებისთვის (მელოდიის თანხლებით).

    . შემოსული ზარის ავტომატურად გადამისამართების რეჟიმი.

    . ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შემუშავება.

    . კონფერენცზარებისთვის საჭირო აპარატურული უზრუნველყოფა.

    . ზარების მონიტორინგი - საოფისე მინი ატეესის (IP PBX) საშუალებით.

    . სტატისტიკა / ანალიტიკა

    . მაღალი (პრემიუმ) ხარისხის სატელეფონო კავშირი

    . სარეკლამო sms სერვისი

    . ტექნიკური მხარდაჭერა 24/7

    . პერსონალური მენეჯერის მომსახურება

    . IP ტელეფონების ონლაინ მაღაზია

კორპორატიული გაყიდვების სამსახური განიხილავს ასევე კორპორატიული აბონენტისთვის ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შეთავაზების შესაძლებლობას (საჭიროების შემთხვევაში ნომრისა და ინდექსის შეუცვლელად, პორტირების სერვისის გამოყენებით).

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 211 44 11