რა არის ზარების თრექინგი?

ზარების თრექინგი (თვალთვალი) არის ტექნოლოგია, რომელიც აკონტროლებს სატელეფონო ზარების სარეკლამო წყაროებს. რეალურად, ეს არის კოდი, რომელიც დაყენებულია ვებსაიტზე და აგროვებს შემოსული ზარების წყაროს შესახებ სტატისტიკას. ზარების თრექინგი ემსახურება მარკეტინგული ბიუჯეტის სწორად განაწილებას და გაყიდვების გაზრდას.

ზოგიერთ კომპანიაში გაყიდვების ციკლი იწყება მომხმარებელთან ტელეფონით საუბრით. მაგალითად, ბინის ან მანქანის ყიდვა, ფანჯრების დამონტაჟება, პროდუქციის ან სერვისის შეკვეთა და ა.შ.

მაგრამ არ იცით საიდან მოვიდა მომხმარებელი? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ: "როგორ გაიგეთ ჩვენს შესახებ?" მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ზუსტი პასუხი და აწარმოოთ ასეთი გამოკითხვა რეგულარულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ პასუხი ანალიტიკურ სისტემებში, როგორიცაა Google Analytics, მაგრამ საქმე ის არის, რომ თქვენ ვერ იპოვით ამ აქტივობებს იქ, რადგან ანალიტიკური სისტემები არ აკონტროლებენ ოფლაინ აქტივობებს, როგორიცაა სატელეფონო ზარები.

პირმა ნახა რეკლამა, გადავიდა საიტზე, ნახა ტელეფონის ნომერი და დარეკა კომპანიაში. ამ მომენტიდან თქვენ ვერაფერს გაიგებთ მისი შემდგომი ქმედებების შესახებ, რადგან სისტემა „არ ცნობს“ ზარებს. Google Analytics-ისთვის ადამიანმა ახლახან დატოვა საიტი. თუმცა, ფაქტობრივად, მან დარეკა, შეკვეთა გააკეთა და შესაძლოა თქვენი პროდუქტი იყიდა კიდევაც.

როგორ მუშაობს?

ზარის თრექინგი ეფუძნება DNI-ს პრინციპს (დინამიური ნომრის ჩასმა) თითოეული ვებგვერდისთვის, სადაც ტრიალებს თქვენი რეკლამა. თითოეულ საიტზე ვიზიტორს უჩვენებს უნიკალურ ტელეფონის ნომერს, თქვენი კომპანიის მთავარი ნომრის ნაცვლად. შემდეგ ზარის თრექინგის სისტემა აკავშირებს მას კონკრეტულ მარკეტინგულ წყაროსთან ან სესიასთან. დავუბრუნდეთ მთავარ პრინციპებს, თუ როგორ მუშაობს ზარის თვალთვალი:

ვთქვათ, რომ კლიენტი თქვენს ვებსაიტზე რეკლამიდან მოვიდა

ხედავს ჩასმულ ტელეფონის ნომერს და იღებს ტელეფონს

სატელეფონო ზარი მოდის Citynet-ის ვირტუალურ PBX-ზე

ზარის შემდეგ ინფორმაცია გადადის ზარის ჟურნალში. არსებობს 30-ზე მეტი ზარის მეტრიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ რეპორტების შესაქმნელად (წყარო, არხი, დრო, Client ID, IP, ზარის ხანგრძლივობა, ოპერატორი, რომელმაც უპასუხა ზარს და ა.შ.).

რატომ არის ზარის თვალყურის დევნება აუცილებელი?

სერვისი გაძლევთ რეკლამის ეფექტურობის მკაფიოდ გარკვევის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ გამოარჩიოთ ის რეკლამები, რომლებსაც მოაქვს ზარები და მოთხოვნები, ასევე გამოარჩევთ იმ რეკლამებსაც, რომლებიც მხოლოდ ბიუჯეტს ხარჯავს. ეს საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ ინვესტიციის ოპტიმიზაცია რეკლამაში - შეაჩეროთ კამპანიები, რომლებიც არ არის ეფექტური და ბიუჯეტი ახლებურად გადაანაწილოთ.

გაყიდვების განყოფილების კონტროლი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება - შეგიძლიათ დააკავშიროთ ზარის თვალყურის დევნება სრულფასოვან ვირტუალურ PBX-თან, რომელიც აგროვებს დეტალურ მონაცემებს ზარებზე. თქვენ ნახავთ, თუ რამდენი ზარია გამოტოვებული, ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ ზარების აუდიოჩანაწერებს.

ზარების შესახებ მონაცემების  სხვა სისტემებში გადატანა

ზარების თრექინგის სისტემას შეუძლია მონაცემების გადატანა სხვა სერვისებში. მაგალითად, თქვენ შეძლებთ Google Analytics-ში ზარების გაანალიზებას ონლაინ აქტივობებთან ერთად. ან შეგიძლიათ ზარის თრექინგის ინტეგრირება CRM-თან. ამრიგად, ზარის შემდეგ იქ ავტომატურად შეიქმნება გარიგებები, ამოცანები და კონტაქტები.