news

ულიმიტო პაკეტის ფასის ცვლილება 2021-04-04

აბონენტთა საყურადღებოდ

მიმდინარე წლის 20 აპრილიდან იცვლება 9 ლარიანი ულიმიტო ზარების პაკეტის ფასი, პაკეტის ღირებულება იქნება 10 ლარი. პაკეტის აქტივაციის კოდია - 1101

ამავე თარიღიდან შეიცვლება 2 ლარიანი ულიმიტო პაკეტის მოქმედების ვადა - რომელიც 6 დღის ნაცვლად იმოქმედებს 5 დღის ვადით. პაკეტის აქტივაციის კოდია - 1102


ფასის ცვლილება გერმანიის მიმართულებაზე 2021-04-02

აბონენტთა საყურადღებოდ - მიმდინარე წლის 14 აპრილიდან იცვლება გერმანიის მობილურ ნომრებზე დასარეკი ფასი. 1 წუთის ღირებულება იქნება 98 თეთრი. აღნიშნული განპირობებულია გერმანული ოპერატორების მიერ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემომავალი ზარების საკუთარ ქსელში დასრულებაზე ტარიფის გაზრდით.


SMS შეტყობინების სერვისი 2019-10-04

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან, სითინეტის აბონენეტებს შეუძლიათ ისარგებლონ SMS სერვისით. 3 ლარიანი სმს პაკეტი მოიცავს ულიმიტო სმს-ებს საქართველოს მობილურებზე 30 დღის მანძილზე. ულიმიტო პაკეტის გარეშე, სმს შეტყობინების ტარიფია 0.04 ლარი. იხილეთ განახლებული პაკეტები.


ფასდაკლება ევროპის და რუსეთის მობილურ ოპერატორებზე 2019-09-10

17 ივნისიდან, CITYNET-ის აბონენტები, ევროპის და რუსეთის მობილური ოპერატორების ნომრებზე ზარებს განახორციელებენ ფასდაკლებით - ტარიფები დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს.


სააბონენტო გადასახადი გაუქმდა 2019-04-19

სასიამოვნო სიახლე - მიმდინარე წლის 7 მაისიდან სითინეტის აბონენტებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) მთლიანად გაუქმდა ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი (ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 1 ლარი, აქამდე არ მოქმედებდა მხოლოდ ულიმიტო პაკეტის მოქმედების პერიოდში).


      1